
ავტორი
Front News საქართველო
თუ დავოსში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, აქ რატომ არ უნდა ჩავიდეს? ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მთავრობა დაემალა ამ კონფერენციას, ვინაიდან არაფერი აქვს სათქმელი, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
“რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს მიუნხენის კონფერენციაზე. მიუნხენი არის იგივე უსაფრთხოების დავოსი. თუ დავოსში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, აქ რატომ არ უნდა ჩავიდეს? მოდი, ასე ჩავთვალოთ, რომ დაიმალა. საქართველოს მთავრობა დაემალა ამ კონფერენციას, ვინაიდან, არაფერი აქვს სათქმელი.
რაც შეეხება პრეზიდენტს, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ უარი უთხრას პრეზიდენტს ტრანსპორტირებაზე და მოუწიოს ზურაბიშვილს არა პრეზიდენტის, არამედ სტუმრის სტატუსით სტუმრობა, რაც ქვეყნისათვის ძალიან სამარცხვინო იქნება. რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა არის ძალიან კარგი და ბუნებრივია, რომ თუ მიიღებს მონაწილეობას, მისი სულისკვეთება იქნება ანტირუსული და პროუკრაინული, რაც მთავრობას გააღიზიანებს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს