რომან გოცირიძე – ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 %-ის გადამლახავ სტრუქტურებში

ავტორი
Front News საქართველო
საჭიროა დიდი, მძლავრი მესამე მთავარი პოლიტიკური ძალის შექმნა. ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 %-ის გადამლახავ სტრუქტურებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა იცი, რომ ვერ გადალახავ საარჩევნო ბარიერს, ამით ხელს უწყობ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვებას. “ყველა პარტია, გარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და გახარიას პარტიისა, “ლელოსა” და ორი ნიკას პარტიის გამოკლებით, ყველა პარტია, ვინც ამბობს, რომ გავდივართ ცალკე, ის ვერ გადალახავს ბარიერს 1000%-ით.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოტივით, როცა იცი, რომ ვერ გადალახავ, ხელს უწყობ, ნებით თუ უნებლიედ, შენი ოპოზიციური ხმებით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვებას.
გამოიკვეთა კიდევ ორი პარტია, ერთი “ლელო”, რომელიც შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი და რომელსაც უჩნდება შანსი 5%-იანი ბარიერის დაძლევის და მეორე, გვარამია-მელიას პარტია. ეს ორი პარტია უახლოვდება, შესაძლებელია, გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. მერე რა, რომ “ლელომ” გადალახა 6%, ორი ნიკას პარტიამ 6%, გახარიას პარტიამ 6 %, “ნაცმოძრაობამ” 20%, ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, ამიტომ საჭიროა დიდი, მძლავრი მესამე მთავარი პოლიტიკური ძალის შექმნა, მაგრამ უკვე ჩანს, რომელი პარტიებია პოტენციურად თავსებადი.
ჩემს თავს ვხედავ გამარჯვების დიდ ბლოკში და არა 5 %-ის გადამლახავ სტრუქტურებში, რომელიც პარლამენტში 60 კაცის სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც დღეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




