რომან გოცირიძე - ჩინეთში არავინ ინახავს ფულს, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა, ეს ნაბიჯი ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანია

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთში არავინ ინახავს ფულს, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა. ამ კლუბში წევრიანდება საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანია.
"ჩინეთში არავინ ინახავს ფულს, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა. ამ კლუბში წევრიანდება საქართველოს ხელისუფლება.
ეს ნაბიჯი ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანია, ვინაიდან, სანქცირებულთა სამეგობროში ვხვდებით.
ივანიშვილის სანქცირებისგან თავის არიდების მთავარი მიზანი არის ამ ოპერაციის წამოწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური თუ პოლიტიკური იმიჯის საზიანოდ.
ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური დავალება. ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ბანკის მეშვეობით ცდილობს თავისი ბიზნესის დასანქცირების შემთხვევაში პირადი ქონების გადარჩენას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს.
თაგები:
რომან გოცირიძე




