
ავტორი
Front News საქართველო
დაზარალდება თუ არა ამ პროცესით “ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების შედეგით გამოჩნდება, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები ზედმეტია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მალე იქნება არჩევნები, ამიტომ ყველა დამატებითი კომენტარი ამ თემაზე, არის ზედმეტი. ყველა მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს. გაძლიერდება თუ დაზარალდება ამ პროცესით პარტია, შედეგის მიხედვით გამოჩნდება“, – განაცხადა გოცირიძემ.
“ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გაიმართება. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს პროცესი პარტიას გააძლიერებს.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს