Logo

რომან გოცირიძე - დენის ტარიფის მატება გამოწვეულია ენერგეტიკაში ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე

პოლიტიკა
251
Frontnews image description

დენის ტარიფის მატება გამოწვეულია ენერგეტიკაში ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ჰიდროელექტროსადგურები, რაც უკვე აშენებულია, მოძველდა.

"დენის ტარიფის მატება გამოწვეულია ენერგეტიკაში ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე. ქვეყანაში, სადაც უნდა აშენებულიყო თითო მილიარდიანი სამი ჰიდროელექტროსადგური, უნდა ყოფილიყო განახლებული ენერგეტიკული ქსელები და სხვა ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი კვლავ მოძველებულ მდგომარეობაშია, რითაც იზრდება დანახარჯები ამ სექტორში.

დამნაშავეა მთავრობის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ვინაიდან, ქვეყანაში იზრდება ფასები და როდესაც ყველაფერზე იზრდება ფასები, როდესაც ყველა დასახელების საქონელზე იზრდება ფასები, შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს ენერგეტიკის სექტორში და ეს არ აისახოს დანახარჯების ზრდაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები