რომან გოცირიძე – დღემდე ოპოზიციას აბრალებდნენ, ახლა ახალი ლეგენდა გამოიგონეს

ავტორი
Front News საქართველო
დღემდე ოპოზიციას აბრალებდნენ, ახლა ახალი ლეგენდა გამოიგონეს – თურმე სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ევროპის გასაგონად ამბობენ, რომ ყველაფერი შესრულებულია, როცა ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ საპირისპიროს აცხადებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. ამას საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ და მათ ხელისუფლების მიმართ რა ნდობა უნდა ჰქონდეთ? სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ეს იქნება ხელისუფლების დანაშაული, რომელსაც იოტისოდენა დათმობაც არ უნდა, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს. სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო „ასოცირებულ ტრიოს“ არ ჩამოსცილდეს, რითიც კიდევ მეტად არ დავშორდეთ ევროპას.
უნდათ, ზღაპრები მოიგონონ და თავს იზღვევენ. დღემდე ოპოზიციას აბრალებდნენ, ახლა ახალი ლეგენდა გამოიგონეს – თურმე სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნება. პირიქით, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს. უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი. ეს განცხადებები მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ 12 რეკომენდაციიდან არაფერი შეუსრულებიათ. სტატუსს თუ მოგვცემენ, ეს იქნება ქვეყნისთვის ავანსად მიცემული, რისკების გათვალისწინებით, რათა რუსეთს ხელ-ფეხი არ გაეხსნას საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




