რომან გოცირიძე – დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზებას


ავტორი
Front News საქართველო
“დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება“. დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიცირებულ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს თქვენს მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმებს, ესაა მორჩილება უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, 5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა ამოეწურება, ეროვნულ საბჭოში დარჩება 5 წევრი.
“ხუთივე „ქართული ოცნების“ სკოლაგავლილია და ეროვნული საბჭო გახდება ფიქცია. ვინაიდან იმ ორ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, თქვენ ჩააგდებთ, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის პარალიზებას, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით შეჩერდება სავალუტო ფონდის პროგრამა. ამაზე ვინ აგებს პასუხს ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს“, – მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
თაგები:
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე – დღესვე უნდა გაუქმდეს უკანონო ბრძანებულება, თურნავამ უნდა დატოვოს ეროვნული ბანკი, დაიწყოს ქუჩის აქციები

რომან გოცირიძე – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ნულის ტოლი რომ არის, ამაზე ფუნქციების განაწილების სქემაც მეტყველებს

რომან გოცირიძე – ბევრი რისკი გაჩნდა ბოლო პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სისტემაში