
ავტორი
Front News საქართველო
მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 2-3 დიდი გაერთიანების შექმნა იქნება “ქართული ოცნების“ დამარცხების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, – ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ყველა პარტიას, რომელსაც შეუძლია ერთმანეთთან თანამშრომლობა და იდეოლოგიურად არის უფრო ახლოს, ბუნებრივია, სამომავლოდ შეკრავენ კოალიციებს და მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 2-3 დიდი გაერთიანების შექმნა იქნება “ქართული ოცნების“ დამარცხების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი. პარტიები, რომლებიც არჩევნებზე გავლენ მარტო იქნებიან უპასუხისმგებლოები ან უბრალოდ ძალიან გულუბრყვილოები და ილუზორული ამბიციები აწუხებთ, ყველაზე ვამბობ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა.
დიდი ოპოზიციური ფრონტი უნდა შევქმნათ, რომ დავამარცხოთ “ქართული ოცნება“ და ქვეყანა ავაცილოთ უბედურებას, რაც ტრიალებს, როცა ევროკავშირის და ნატო-ს ნაცვლად ქვეყანას მიაქანებენ პირდაპირ რუსეთისკენ“, – განაცხადა გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს