
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა არ აქვს.
“დროის გაწელვის ამ სცენარში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს არის ნაცადი გზა. ერთხელ და ორჯერ გამოვცადეთ, ეს არის სიცრუის გზა, რომელიც არ მიგვიყვანს შედეგამდე. გვაქვს უამრავი საფუძველი, რომ არ ვენდოთ მათ, უამრავი ტრიუკების განმახორციელებელია და მათ უკან რომ ივანიშვილი დგას, ეს ხომ ყველამ კარგად იცის. უნდობლობა გვასწავლა ამ ათმა წელიწადმა.
ამიტომ, გვაქვს ჩვენი გეგმა, შევთავაზებთ ჩვენს გეგმას. ეს გეგმა არის რეალისტური, სწრაფი, თუნდაც ხვალვე შეიძლება იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით უკვე გავიდა პარლამენტში“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან ხვალ არის დაგეგმილი.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს