რომან გოცირიძე - ეკონომისტების სიმრავლით პარტიებიც არ გამოირჩევიან, მედიას ეკონომიკური მოვლენების პოლიტიკური შემფასებლებიც ძალიან აკლია

ავტორი
Front News საქართველო
ეკონომისტების სიმრავლით პარტიებიც რომ არ გამოირჩევიან, ეს ცნობილი ამბავია, მედიას ეკონომიკური მოვლენების პოლიტიკური შემფასებლებიც ძალიან აკლია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ამაზე ეკონომისტებმა უნდა ისაუბრონ.
“ეკონომისტებო, გამოდით კომფორტის ზონიდან! რა მდგომარეობაა დღეს? იმის გამო, რომ მოვლენის კომპეტენტური შემფასებლები არ ჰყავთ, უამრავი საკითხი გაუშუქებელი რჩება მედიაში. სულ რაღაც 5-6 ეკონომისტი თუ თანამშრომლობს ტელევიზიებთან. არაა ადვილი ეს, მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ დანაკარგებსაც. მაგალითად, "ტვ პირველში" რომ მიხვიდე, ერთი საათი იქით უნდა დრო და ერთი ამდენი აქეთ. ადგილზე სულ მცირე ნახევარ საათი მაინც უნდა დაჰყო. ეს ადამიანები თავისებური ქველმოქმედები არიან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია, არ სჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა ცნობადობის ამაღლების მიზნით. მე თუ მკითხავთ, თუ პარტიებს ჭკუა აქვთ, ეს ახალი სახეები საპარლამენტო სიაში უნდა ჩასვან. ეკონომისტების სიმრავლით პარტიებიც რომ არ გამოირჩევიან, ეს ცნობილი ამბავია. მედიას ეკონომიკური მოვლენების პოლიტიკური შემფასებლებიც ძალიან აკლია.
აქამდე ეკონომისტთა ნაწილი არასამთავრობო სექტორშიაც იყო დასაქმებული, რაც პროგრესულობისა და გარკვეული ფინანსური დამოუკიდებლობის მაჩვენებელი იყო. ისინი ურთიერთობდნენ მედიასთან. დღეს ფაქტობრივად ეს სფერო განადგურებულია.
ჩემი პატივისცემა ყველა ეკონომისტს (და არაეკონომისტს), რომელიც არ იზარებს საზოგადოების გათვიცნობიერებას, მათ შორის ტელევიზიებისა და სხვა მედიასაშუალებლების მეშვეობით.
რითაც დავიწყე იმით ვამთარებ: ეკონომისტებო, გამოდით კომფორტის ზონიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




