რომან გოცირიძე – ეროვნული ბანკი ბაზარზე ხელოვნურად აჩენს უცხოური ვალუტის დეფიციტს


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ბანკი ბაზარზე ხელოვნურად აჩენს უცხოური ვალუტის დეფიციტს იმის გამო, რომ მან ქაღალდზე რეზერვების ზრდა აჩვენოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მანიპულაცია.
“ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის 25% გაუყინა (ნაცვლად აქამდე მოქმედი 20 %-იანი ნორმატივისა), რამაც რეზერვები ფაქტობრივად, გაზარდა. წმინდა რეზერვები არ გაზრდილა.
ეროვნული ბანკი ბაზარზე ხელოვნურად აჩენს უცხოური ვალუტის დეფიციტს იმის გამო, რომ მან ქაღალდზე რეზერვების ზრდა აჩვენოს და შემდეგ ეს რომელიმე სააგენტოსათვის რაღაც ვალდებულებების შესრულების სახე მიიღოს, რათა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი შემცირდეს. ეს არის მანიპულაცია. წმინდა რეზერვები არ გაზრდილა, კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის დროებით ნასესხები თუ გაყინული ფული ეს არის ეროვნული ბანკის ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს