რომან გოცირიძე – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ნულის ტოლი რომ არის, ამაზე ფუნქციების განაწილების სქემაც მეტყველებს


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ნულის ტოლი რომ არის, ამაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შორის ფუნქციების განაწილების სქემაც მეტყველებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ივანიშვილი და სუსი მართავს.
“ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ნულის ტოლი რომ არის, ამაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შორის ფუნქციების განაწილების სქემაც მეტყველებს.
საბჭო რომ ბუტაფორიაა, ეს ყველამ კარგად ვიცით. თურმე არც ვიცე-პრეზიდენტებს ჰქონიათ რაიმე უფლებები – ყველაფერი თავმოყრილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და გენერალურ დირექტორ ვინმე ბურკიაშვილის ხელში. ეს უკანასკნელი არაა არჩეული პირი, მაგრამ კოლოსალური უფლებებითაა აღჭურვილი, მათ შორის ისეთებით, რომელიც ეროვნული ბანკის საფინანსო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მის ხელშია ფულის ბეჭდვა, მიმოქცევა, ოქროს რეზერვები და ა. შ, ასევე ფულის გათეთრებაზე ზედამხედველობის საკითხები.
ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს ივანიშვილი და სუსი მართავს. ეს სერიოზულ რისკს უქმნის ქვეყნის საფინანსო სისტემას”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე – დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზებას

რომან გოცირიძე – დაახლოებით ორი კვირის წინ, მალავდა ეროვნული ბანკი და მთავრობა არსებულ ვითარებას

რომან გოცირიძე – აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული