
ავტორი
Front News საქართველო
ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს, უნდა შევეშვათ და ოპოზიციურ ფლანგზე დამატებითი კამათის საფუძველს ნუ შევქმნით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დრო იმაზე არ უნდა დაიკარგოს, რაც არარეალურია.
“ძალიან ძნელია იმის თქმა, ერთი თუ სამი საარჩევნო სიაა კარგი. დრო იმაზე არ უნდა დაიხარჯოს, რაც ნაკლებად რეალურია. არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი სია არ უნდათ. ერთი სია არ უნდათ “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილ ახალ პარტიას, ასევე გახარიას, რომელმაც ქარტიას ხელი არ მოაწერა და არ მგონია, მაინც და მაინც “ლელოც” იკლავდეს თავს. რისი ალბათობაც ნაკლებია, უნდა შევეშვათ და ოპოზიციურ ფლანგზე დამატებითი კამათის საფუძველს ნუ შევქმნით. ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს