
ავტორი
Front News საქართველო
ეს ანგარიში ჰგავს წინა ანგარიშებს, სადაც არის 300 ტყუილი და 6 სადღეგრძელო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ეს ანგარიში ჰგავს წინა ანგარიშებს, სადაც არის 300 ტყუილი და 6 სადღეგრძელო. ტყუილები ტრადიციულია, მაგალითად, უმუშევრობა შემცირდაო და შემცირდებოდა აბა რა იქნება, შარშან ჩვენი 164 ათასი მოქალაქე წავიდა უცხოეთში. ბუნებრივია, შემცირდება უმუშევრობა, ოღონდ ქვეყნის დაცლის ხარჯზე.
შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს