
ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაიდინა, ფაქტობრივად, გაგრძელებაა რუსეთის მცოცავი ოკუპაციის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“არაფერი განსხვავება არ არის, ეს მოხდება აქ, საოკუპაციო ხაზთან, გადმოწევენ მავთულხლართებს, თუ ეს მოხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე პირდაპირ მიტაცება საქართველოს ტერიტორიის ნაწილისა. თანაც, ეს არის პირველი პრეცედენტი, 30 წლის განმავლობაში უძალიანდებოდა აფხაზეთის მოსახლეობა იმას, რომ მიწა და უძრავი ქონება არ გაყიდულიყო რუსეთის ფიზიკური თუ იურიდიული პირებისადმი და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი”, – განაცხადა გოცირიძემ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. ე.წ. პრეზიდენტმა კი დოკუმენტს ხელი მოაწერა.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს