
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე “ალბათ, ეტყვიან ყველაფერს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით, დამთავრებული იმით თუ რა შეიძლება დაემართოს ამ ხელისუფლებას”.
“გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დასავლეთს უნდა, რომ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხელისუფლება არათუ არ ასრულებს ელემენტარულ მოთხოვნებს, პირიქით ყველანაირად ცდილობს, ჩამოსცილდეს ევროპული განვითარების გზას.
ეს იქნება უკანასკნელი გაფრთხილება, ალბათ, ეტყვიან ყველაფერს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით, დამთავრებული იმით თუ რა შეიძლება დაემართოს ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა გოცირიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 ივნისს გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. დღეს კი საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს