Logo

რომან გოცირიძე - ეს კაცი 8 წელიწადია მონურად ემსახურება პარტიას, დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება, აბა რა

პოლიტიკა
119
Frontnews image description

საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენელებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში იღებენ საქსტატის უფროსზე მორგებულ სპეციალურ კანონს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ამ თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა.

"საქსტატის უფროსად ერთი და იგივე პირი 4-წლიანი ვადით ორჯერ შეიძლება ყოფილიყო დანიშნული. 8 წელი ეწურება და  გასდის ვადა ამ ორგანიზაციის დღევანდელ დირექტორს. პარლამენტში იღებენ ამ პირზე მორგებულ სპეციალურ კანონს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ამ თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა. რატომ კეთდება ეს? - ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანიის წარმატებულად წარმოსაჩენად. იტყვიან, რომ ფასები შემცირდა. 

საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენელებს, მანიპულაციებს ეწევა სხვა მიმართულებითაც. ასეთი ახალი კადრის გამოზრდას დრო სჭირდება, თანაც სადაა გარანტია, რომ არ გიმტყუნებს, აგერ ეს კაცი კი 8 წელიწადია მონურად ემსახურება პარტიას. დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება, აბა რა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები