რომან გოცირიძე – ეს ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად “ქართუს” მორიგ კადრს, ან სხვა “ყურმოჭრილ” ვინმეს შეარჩევენ

ავტორი
Front News საქართველო
ეს ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად “ქართუს” მორიგ კადრს, ან სხვა “ყურმოჭრილ” ვინმეს შეარჩევენ, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული საგენტოს ხელმძღვანელი დამოუკიდებელი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს.
“ყველა მათ მიერ განხორციელებული ცვლილება, რომელიც უკავშირდება ევროკომიისის რეკომენდაციებს, არის მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის დამოუკიდებლობის ხარისხი – რამდენად იქნება ეს უწყება დამოუკიდელი. “ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტით, უწყების ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად „ქართუს“ მორიგ კადრს, ან სხვა „ყურმოჭრილ“ ვინმეს შეარჩევენ.
თითქოს რაღაც ფილტრი არის გათვალისწინებული კანდიდატების შერჩევისას, მაგრამ მაგალითი სახეზე გვაქვს, რას აკეთებს „ოცნება“, როდესაც მას შერჩეული კანდიდატი არ მოსწონს. როდესაც პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის შერჩეულ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარს ამბობს “ქართული ოცნება“, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შერჩეულ კანდიდატს გაიყვანს, თუ მისთვის მისაღები არ იქნება?
ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილი გვაქვს კანონპროექტი, სადაც წერია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი დაინიშნება პარლამენტის მაღალი ქვორუმით, ისეთი ქვორუმით, რომელსაც სჭირდება ოპოზიციის მონაწილეობა, ეს არის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა და არა ის, რომელიც ოცნებამ წარმოადგინა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-4 პუნქტს წარმოადგენს.
თაგები:
რომან გოცირიძე




