
ავტორი
Front News საქართველო
ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო ახლოს დაბრუნდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კულისებიდან და დისტანციურად მართვის ნაცვლად, პირდაპირ ერთვება მთავრობის საქმიანობაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა სარისკო იყო და თავად გადაწყვიტა გამოჩენა.
“ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო ახლოს დაბრუნდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კულისებიდან და დისტანციურად მართვის ნაცვლად, პირდაპირ ერთვება მთავრობის საქმიანობაში. ვინაიდან დაინახა, რომ წინასაარჩევნოდ ამ გაკოტრებული ხელისუფლებით არჩევნებში მონაწილეობა შეიცავდა დიდ რისკებს”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის, პარტიის თავმჯდომარე კი ღარიბაშვილი იქნება.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს