
ავტორი
Front News საქართველო
სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს,თანაც აშკარა ფორმით.
“საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით საქართველოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს, თანაც აშკარა ფორმით. ყირგიზეთში რომ შესულიყო და მერე რუსეთში დაებრუნებინათ, სამართლებრივად რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა. ამაზეც არც კი იწვალეს“, – წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს