
ავტორი
Front News საქართველო
ეჭვების გასაბათილებლად ეროვნულმა ბანკმა განხორციელებული ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის ბოლო დღეების ნახტომისებური ცვალებადობა ბევრს კითხვის ნიშანს აჩენს.
“ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს სავალუტო ბირჟის გარეშე განხორციელებული ინტერვენციების მაჩვენებლები კონკრეტული დღეების მიხედვით. იგი ამ ინფორმაციას აქვეყნებს მხოლოდ ერთი თვის დაგვიანებით და დაჯამებულად. კურსის ბოლო დღეების ნახტომისებური გამყარება და გაუფასურება ტოვებს გარკვეულ ეჭვებს და ამის გასაბათილებლად მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება აუცილებელია. ეროვნულ ბანკს დღემდე არ აუხსნია, რატომ ხდება სავალუტო ბაზარზე განხორციელებული მსხვილი ინტერვენციის მომენტალური გასაჯაროება და რატომ არის ბირჟის გარეთ გაყიდული ვალუტის მოცულობა და გაყიდვის დღეები გასაიდუმლოებული”, – განაცხადა გოცირიძემ.
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების პროცესის შემდეგ ლარის კურსი ნახტომისებურად დაეცა.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს