რომან გოცირიძე - ევროკომისია რუსეთს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების "შავ სიაში“ დაამატებს

ავტორი
Front News საქართველო
მორიგი დარტყმა პუტინის დამნაშავე რეჟიმისადმი ევროკავშირის მხრიდან. ევროკომისია რუსეთს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების "შავ სიაში“ დაამატებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ Front News-თან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ყველა ბანკი ვალდებული იქნება გაძლიერებული მიდგომით შეისწავლოს რუსეთთან ნებისმიერი ტრანზაქცია.
"ძალიან სერიოზული ამბავია, თუ ეს მოხდა. ერთ თვეში გვეცოდინება პასუხი. დიდი ალბათობით ევროპარლამენტი და ევროკომისია (მგონი, უნგრეთის ვეტო ამაზე არ ვრცელდება) იანვარში ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.
მორიგი დარტყმა პუტინის დამნაშავე რეჟიმისადმი ევროკავშირის მხრიდან.
ევროკომისია რუსეთს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების „შავ სიაში“ დაამატებს.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში:
1. ევროკავშირის ყველა ბანკი ვალდებული იქნება გაძლიერებული მიდგომით შეისწავლოს რუსეთთან ნებისმიერი ტრანზაქცია. თითოეული კლიენტი უკვე ეჭვის ქვეშ აღმოჩნდება.
2. ბანკების უმეტესობა უბრალოდ დახურავენ რუსების ანგარიშებს და უარს იტყვიან ახალ რუს კლიენტებზე, რათა თავიდან აიცილონ შემოწმებებზე რესურსების ხარჯვა.
3. გადარიცხვები ევროპაში და ევროპიდან მნიშვნელოვნად გაძვირდება, კვირები გაგრძელდება ან საერთოდ დაიბლოკება.
4. ევროკავშირში რუსების ანგარიშებისა და აქტივების უეცარი გაყინვის რისკი მკვეთრად გაიზრდება.
5. ფაქტობრივად, ევროპული ფინანსური სისტემის კარები რუსი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის დაიხურება.
რეგულაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო ერთი თვის ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს.
ფაქტობრივად, ევროკავშირს უნდა, რომ რუსეთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს ფინანსურად გარიყულ ქვეყნად აქციოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


