
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია “საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური განცხადება და ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა, რომ “არც ნაცები, არც ქოცები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია კონსოლიდირებული და სოლიდარული უნდა იყოს, ამის ნაცვლად, ოპოზიციაში განხეთქილების ელემენტები შემოაქვს.
“ხელისუფლება თუ შეიცვალა, „ნაცმოძრაობას“, გახარიას პარტიას და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან ჩანს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ავადმყოფი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს