რომან გოცირიძე - განათლების რეფორმადწოდებული ავანტურა ემსახურება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების პირად კორუფციულ ინტერესებს

ავტორი
Front News საქართველო
განათლების რეფორმადწოდებული ავანტურა არის დანაშაულებრივი და ემსახურება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების პირად კორუფციულ ინტერესებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ Front News-თან განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქგარეთ, სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში, ყოველდღიურად ათეულ ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის გადაადგილება წარმოქმნის დამატებით სირთულეებს როგორც თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მოსახლეობისათვის, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
"რუსთავში 40 ათასიანი, ქუთაისში კი 20 ათასიანი, მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების აშენება არის აბსურდი და ემსახურება “ქართული ოცნების” სამშენებლო კლანის კორუფციულ და ფინანსურ ინტერესებს.
ამ გადაწყვეტილების მიზანია:
- ჩალის ფასად გაყიდონ და ხელში ჩაიგდონ თბილისის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსები.
- მისცენ მსუყე შეკვეთები “ოცნების” სამშენებლო კლანს.
- გაზარდონ ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიების ცემენტის გაყიდვები. გერმანული “ჰაიდელბერგის” ქვეყნიდან ფაქტობრივი გაძევების შემდეგ ცემენტის წარმოების ასი პროცენტი ეკუთვნის ივანიშვილ-რუხაძის კომპანიას.
- გაზარდონ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებული სამშენებლო რკინა-მასალების რეალიზება. ეს უკანასკნელი ეკუთვნის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორ ირაკლი რუხაძეს.
- რუსთავში და ქუთაისში ასეულ მილიონობით ლარის ღირებულების ტერიტორიების ბიუჯეტის ფულით გამოსყიდვით ასარგებლონ ამ ტერიტორიების “ოცნების” მხარდამჭერ პირებს და შექმნან კორუფციული “ატკატების” დამატებითი საშუალება.
ქალაქგარეთ, სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში, ყოველდღიურად ათეულ ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის გადაადგილება წარმოქმნის დამატებით სირთულეებს როგორც თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მოსახლეობისათვის, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
განათლების რეფორმადწოდებული ავანტურა არის დანაშაულებრივი და ემსახურება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების პირად კორუფციულ ინტერესებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


