Logo

რომან გოცირიძე – გაქვთ შანსი და გამოიყენეთ! თორემ შეიძლება ეს კარები დაიკეტოს – ეს გვითხრეს

პოლიტიკა
1379
Frontnews image description

გაქვთ შანსი და გამოიყენეთ! თორემ შეიძლება ეს კარები დაიკეტოს – ეს გვითხრეს, –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქართველოში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, ევროკომისრის ვიზიტი საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის მხარდაჭერის გამოხატულებაა, რის შესახებაც მან საკმაოდ  გარკვევით ისაუბრა, რაც შეეხება პრობლემის ოპოზიციაზე გადაბრალებას, ეს პრემიერ-მინისტრის “დამსახურებაა“.  

 

“ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ ევროკავშირს უნდა დაეხმაროს საქართველოს დაეხმაროს მის ხალხს, ხედავს, რომ საქართველოს მთავრობა არის ბარიერი ქვეყნის ევროკავშირის მიმართულებით სვლისკენ. მისი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ასეთი შანსები იშვიათად ეძლევა ხოლმე ქვეყნებს და ამ შანსს უნდა ჩავებღაუჭოთ, არაორაზროვნად ილაპარაკა – “გაქვთ შანსი და გამოიყენეთ!“ ეს გვითხრეს, თორემ შეიძლება ეს კარები დაიკეტოს. ძალიან გლობალური ძვრების ეპოქაში მოვყევით, გაგვიჩნდა შანსი იმის, რა შეიძლება 10 ან 20 წლის შემდეგ გვქონოდა, გვაქვს დღეს, გვაქვს ერთი თვის შემდეგ, დეკემბერში.

 

ის დემაგოგიური პასუხები, რაც შემდეგ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, შეიძლება შევაჯამოთ ერთი სიტყვით, რომ თურმე ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყანის ევროკავშირში სვლას, თურმე ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ოპოზიცია არ ეხმარება. თუ კი ყველაფერს აკეთებს, აგერ არის პარლამენტი, აქვთ უმრავლესობა გარდა საკონსტიტუციოსი. ერთადერთი,  სადაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები და დავუჭირეთ ჩვენ მხარი ცვლილებებს, ასევე პროკურორთან დაკავშირებულ საკითხს, ამის გარდა ყველაფერი არის უკვე მათ ნებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები