Logo

რომან გოცირიძე – ღარიბაშვილის მავნებლური განცხადება პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მთავრობა შეეგუა, რომ ჩვენ 24-ში კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ

პოლიტიკა
1531
Frontnews image description

ღარიბაშვილის  მავნებლური განცხადება, პრაქტიკულად  ნიშნავს, რომ მთავრობა შეეგუა, რომ ჩვენ 24-ში კანდიდატის  სტატუსს არ მოგვცემენ, –   ამის შესახებ  Front News-ს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, პრემიერს თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს განვითარების შანსის დაკარგვისათვის. 

 

“ღარიბაშვილის მავნებლური განცხადება, პრაქტიკულად  ნიშნავს, რომ მთავრობა შეეგუა, რომ ჩვენ 24-ში კანდიდატის  სტატუსს არ მოგვცემენ.  ნაცვლად იმისა, რომ განეცხადებინა, ყველა რეკომენდაცია იქნება  დაუყოვნებლივ შესრულებული, თქვა, რომ დაელოდებიან ამ რეკომენდაციების დამტკიცებას. ეს რეალურად იმის თქმაა, რომ თანახმა არიან, რომ 24-ში საქართველოსთვის არაფერი სასიკეთო არ მოხდება. ამაში  ღარიბაშვილი პირდაპირ არის დამნაშავე,  როგორც ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილის არაკონსტიტუციური დავალებების.  თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ მის  სხვა მონა-მორჩილ პაიკებსაც“, – განაცხადა გოცირიძემ. 

 

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ შურს უკრაინის და მოლდოვის, რაც შეეხება რეკომენდაციებს, პრემიერის თქმით, მათზე  მუშაობას გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები