
ავტორი
Front News საქართველო
გუდაურში იქნება ბაკურიანის მსგავსი შეხვედრა, მეც მივიღებ მონაწილეობას, სადაც ვიმსჯელებთ “ქართული ონცების” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებაზე არჩევნების გზით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ბაკურიანში ღია შეხვედრაზე, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, სადაც მონაწილეობდნენ სხვა და სხვა არასამთავროები და პოლიტიკური პარტიები თურმე დაიგეგმა რაღაც გადატრიალება. ახლა წინასწარ გეუბნებით, რომ გუდაურში იქნება ანალოგიური შეხვედრა და მეც მივიღებ მონაწილეობას, სადაც ვიმსჯელებთ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებაზე არჩევნების გზით. უკეთესი იქნება თუ ეს არჩევნები რიგგარეშე და ვადამდელი იქნება”,- განაცხადა გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს