რომან გოცირიძე – იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ


ავტორი
Front News საქართველო
18-19 ივლისის სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის, რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“როგორი სიტყვებით უნდა შევაფასო ის “უნიკალური“ გამოძიება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელისუფლებო მედიამ მოაწყვეს, თურმე რევოლუციას გეგმავდნენ წინანდალში, სემინარზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“, უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული და მათგან იქ არცერთი გამოცხადდა.
სწორად გამოძიებაც ვერ მოაწყვეს – დაინახეს ერთი ფოტო, სადაც მაგიდის ირგვლივ არიან დეპუტატები, მაგრამ ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ, ეს არის მთავარი. რევოლუციის მთავარი დამგეგმავი მაგიდის ქვეშ იჯდა და ხელისუფლებასა და მის მედიას ეს გამორჩა. რევოლუციას პერმანენტული ხასიათი აქვს. ტროცკის გამონათქვამია, პერმანენტული რევოლუცია – რევოლუცია მუდმივი და განგრძობადი უნდა იყოს. ხვალ კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ, სადაც ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა, სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება.
18-19 ივლისის სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის, რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ. ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნებაა“, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. ნაყარნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე – რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა

რომან გოცირიძე – ამ აბსურდულ სიბრიყვეს რომ მოიფიქრებ და მერე აკადრებ ამომრჩეველს, რომ დაიჯეროს, ხარ ქვეყნის მტერი და ფსკერამდე უზნეო

რომან გოცირიძე – ახლა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა