
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის ცვლა, რაც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას წარმოადგენს, ივანიშვილის ირგვლივ შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.
გოცირიძის თქმით, ივანიშვილს კიდევ უფრო მეტის დათმობა მოუწევს და ამ პაკეტში სააკაშვილის საქმეც შედის.
“მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებული ხელისუფლების უკანდახევა გამოწვეულია ივანიშვილის პოზიციების შესუსტებითა და მისი შიშებით. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი ეცდება თავის გადარჩენისათვის რაღაცები დათმოს. ამ პაკეტში სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაც იგულისხმება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს