
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილისთვის ეს კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში.
“ბიძინა ივანიშვილისთვის ეს კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონი ეს ადამიანი უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს