Logo

რომან გოცირიძე - კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა

პოლიტიკა
235
Frontnews image description

"იმედის" ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს. კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "იმედს" მხოლოდ "შავი ფულის” შეგროვება შეუძლია.

“იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს. კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა. „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია. რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი” ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს. ესეც კანონის მოთხოვნაა.

თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრობანკს (არის ასეთი შესაძლებლობა კანონში) და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. 

“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები