რომან გოცირიძე – ხელისუფლებამ კიდევ ერთელ გამოავლინა თავისი სახე და ამაში სალომე ზურაბიშვილმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებამ კიდევ ერთელ გამოავლინა თავისი სახე და ამაში სალომე ზურაბიშვილმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, – ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის გასმოსვლა დროული იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის შემდეგ პარლამენტი კარები პრეზიდენტს დაუკეტა.
“სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა აბსოლუტურად სწორი განცხადებები, CNN-ზე მისი გამოსვლა იყო შეჯამება მისი ევროპაში გამოთქმული პოზიციებისა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგეგბა საქართველოს მთავრობის პოზიციას. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა უკვე მიუღებელი. ფაქტობრივად, ის დასაჯეს და ისევე მიუხურეს კარები, როგორც ჩვენ ამ სასესიო კვირაში.
“ქართულ ოცნებას“ არ უნდა იმ მწვავე საკითხებზე საუბარი, რაც საქართველოს წინაშე დგას. უნდათ, რომ საერთოდ ჭაჭანება არ იყოს პარლამენტში საკითხების, სადაც ხელისუფლებას მოუწევს ასე თუ ისე პასუხის გაცემა.
სალომე ზურაბივილის გადაწყვეტილება პარლამენტის წინაშე წარმდგარიყო 5 მარტს, იყო სწორი. იმ დროს, როდესაც უკრაინის ბედი წყდება და ზაპოროჟიეში ატომურ სადგურს ბომბავდნენ, იმდენად არაადეკატურია აგრესორი რუსეთი, პოზიციის გამოსახატად სწორი დროა. დროს ხშირად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც მიკროფონი ჩვეულებრივ საუბარს ათჯერ და ასჯერ აძლიერებს, ასე აძლიერებს ნათქვამი სიტყვის ეფექტს სწორად შერჩეული დრო“,- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს, შემთხვევითი არ არის.
“რეალურად, ხელისუფლებამ კიდევ ერთელ გამოავლინა თავისი სახე და ამაში სალომე ზურაბიშვილმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამიტომაც იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას. საქართველოში პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არის პრეზიდენტი, და როდესაც მთავრობას არ ახსენებს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა არ დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას დანარჩენი დემოკრატიული სამყარო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
‘ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 5 მარტის ნაცვლად 15 მარტს გაიმართება.
თაგები:
რომან გოცირიძე




