რომან გოცირიძე - კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბოლო ერთ წელიწადში 700 მილიონი გაიფლანგა


ავტორი
Front News საქართველო
კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბოლო ერთ წელიწადში 700 მილიონი გაიფლანგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ძარცვავს ქვეყანას.
"კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბოლო ერთ წელიწადში 700 მილიონი გაიფლანგა.
სულერთია რა მოტივი ამოძრავებდა, ღარიბაშვილის დაბეზღება თუ საკუთარი მუშაობის კარგი კუთხით წარმოჩენა - ერთი რამ ფაქტია, “ოცნების” კლანის მიერ ქვეყნის ძარცვას ფარდა ახადა. მზა დოკუმენტია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამნაშავეების გასასამართლებლად.
"ქართული ოცნება" ძარცვავს ქვეყანას. რიტორიკული კითხვა არსებობს - თუ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში, რატომ არ გრძნობს ამას ხალხი?! რატომ იცლება ქვეყანა? რატომ არ იზრდება შემოსავალი? აგერ, ინფლაციამ 5%-ს მიაღწია უკვე და 10%-იანი ინფლაციაა უკვე სურსათზე, რაშიც ჩვენი მოქალაქეები თავის 70-80%-ს ხარჯავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს