Logo

რომან გოცირიძე - მარტო თბილისის აეროპორტიდან დარეგისტრირებულად გავიდა 2023 წელს ჩემოდნებით 1,9 მილიარდი დოლარი

პოლიტიკა
97
Frontnews image description

მარტო თბილისის აეროპორტიდან დარეგისტრირებულად გავიდა 2023 წელს ნაღდი ფული დოლარებით, ჩემოდნებით 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვისია ეს ფული და რომელი ბანკებიდან გადის, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

"მარტო თბილისის აეროპორტიდან დარეგისტრირებულად გავიდა 2023 წელს ნაღდი ფული დოლარებით, ჩემოდნებით 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობით. წარმოგიდგენიათ, სხვაგან რა ხდება, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში, ბათუმის აეროპორტში, სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე?! ვისია ეს ფული, რომელ ქვეყანაში შევიდა, რომელმა კომპანიებმა გაიტანეს ან რომელმა ბანკებმა, ვიცით ვინმემ ამის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია?!", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

Advertisement