
ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ, რაც ეს ანტიქართული რეჟიმი შეიცვლება, ყველა რეპრესირებული უნდა დაუბრუნდეს თავის საქმეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რუსულმა ხელმძღვანელობამ პარლამენტის კვლევითი ცენტრი გააუქმა.
“იშვიათია ალბათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა სახელისუფლებო სტრუქტურას მადლობა გადაუხადოს კარგი მუშაობისათვის. ასეთი გამონაკლისი ვიყავი მე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც მადლობა გადავუხადე პარლამენტის კვლევით ცენტს კარგი მუშაობისათვის, ჯერ საჯაროდ, პარლამენტის კომიტეტისა და ბიუროს სხდომაზე, შემდეგ კი ოფიციალური წერილით, რომელიც ინახება პარლამენტის დოკუმენტებში.
საპროტესტო აქციის მხარდაჭერის გამო, პარლამენტის რუსულმა ხელმძღვანელობამ პარლამენტის კვლევითი ცენტრი გააუქმა. მანამდე ამავე მიზეზით რეპრესიები შეეხო პარლამენტის მუზეუმს.
მას შემდეგ, რაც ეს ანტიქართული რეჟიმი შეიცვლება, ყველა რეპრესირებული უნდა დაუბრუნდეს თავის საქმეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს