Logo

რომან გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა იდეა, რომელიც ეხებოდა “შავი სიის” შექმნას

პოლიტიკა
879
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა იდეა, რომელიც ეხებოდა “შავი სიის” შექმნას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამ სიაში რეპრესიული სისტემის წარმომადგენლები უნდა შევიდნენ და მათ მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვონ.

 

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.  ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების და ა.შ,  რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს.  ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოსა და სასამართლოს სახელით ხალხზე და პოლიტიკოსებზე, თბილად არიან მოკალათებულები, აგროვებენ სიმდიდრეს და  თავს გრძნობენ გულარხეინად და დაუსჯელად.  უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, ძალიან ბევრი პროფესიონალია საქართველოში, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები