Logo

რომან გოცირიძე - მთავრობამ გასცეს პასუხი საზოგადოებას, როდის დაიწყებს ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა პროდუქციის წარმოებას

პოლიტიკა
230
Frontnews image description

საწვავი ძვირდება, მთავრობამ გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ როდის დაიწყებს ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა პროდუქციის წარმოებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს მას.

"საწვავი ძვირდება. მთავრობამ გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ როდის დაიწყებს ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა პროდუქციის წარმოებას. მრავალი გადავადების შემდეგ მისი მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფომ 8,2 მილიონი დოლარი ჩადო ამ საწარმოს კაპიტალში და ფაქტობრივად, თანამესაკუთრეა. ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს მას. ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ამ ქარხანამ შარში გახვია ქვეყანა და ყულევის პორტი პირობითად გადაურჩა დასანქცირებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები