რომან გოცირიძე – მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ რომან გოცირიძესთვის თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მთაწმინდაზე პრეზენტაცია “გამოქანებასთან” ასოცირდება.
“მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად. სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის, არამედ სტარტის მიცემა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება ქვემოთ. უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, შარფები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი. სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, ამიტომ პირად ინტერესებშიც არის რომ კალაძემ გააკეთოს დემოკრატიული, ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს იმ ადამაინებს, რომლებმაც აი აქ, ჟურნალისტებს აყარეს საშინელი დღე”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახი კალაძე იქნება. მას მმართველი ძალა დღეს, 20:00 საათზე წარადგენს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს