რომან გოცირიძე - ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა, ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა.
მისი განცხადებით, ტრამპი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდა, ასევე, “სისხლი ჩამობანა” მას და დასავლეთისთვის მისაღები გახადა. გოცირიძის ინფორმაციით, დასავლური მედია, პოლიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით და ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არც უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება.
“ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა:
უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი. 2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები.
სანაცვლოდ რუსეთი არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით “მიიერთა”, ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა.
მაშ სადაა გაცვლა? პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების (ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასც კი არ აპირებს.
საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხმდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში.
დასავლური მედია, პოლიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა.
ზელენსკი რა თქმა უნდა ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება.
დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ", - წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს