Logo

რომან გოცირიძე – “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება ის, რაც არასდროს მოხდება “ქართულ ოცნებაში“

პოლიტიკა
964
Frontnews image description

“ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება ის, რაც არასდროს მოხდება “ქართულ ოცნებაში“, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, არჩევნები პარტიაში  ჯანსაღი კონკურენციისა და განახლების წყარო უნდა იყოს და არა დაპირისპირების.

 

“პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ისედაც სამ თვეში. პარტიის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული პარტიაში, მხოლოდ საუბარი  მიდიოდა  ვადებზე. ასე რომ, ამ განცხადებაში არ არის რაიმე სიახლე. ისე არ უნდა იქნას აღქმული, რომ ვიღაცებს უნდა არჩევნები და ვიღაცებს არა და ამის იძულების საჭიროება იდგეს. არჩევნები არის დემოკრატიის საფუძვლები, მათ შორის შიდაპარტიული დემოკრატიის,  ის უნდა იყოს განახლების, ჯანსაღი კონკურენციისა და არა დაპირისპირების წყარო. ეს უნდა ედოს ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად. 

 

რაც შეეხება კომენტარებს სახელისუფლებო პარტიიდან და  მათ კითხვას, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში“, მინდა ვუპასუხო: ხდება ის, რაც არასდროს მოხდება “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები