
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზიანებს, არამედ მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის ძალიან აზიანებს ოპოზიციას. დანარჩენი მხარე ჩემი ინტერესების სფერო არ არის. სწორედ იმიტომაც დავტოვე ეს პარტია, რა პროცესებიც იქ ხდებოდა და სამწუხაროდ, გრძელდება. რაც ხდება, ამას მარტივად ჰქვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგვემა გრძელდება, რომელიც ერთ პერიოდში რაღაც ფორმას, ტანჯვის ფორმას თუ იღებდა, რასაც ახლა ვაკვირდებით, უკვე კომიკურში გადაიზარდა.
ასე გაგრძელება აზიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს