Logo

რომან გოცირიძე – ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი პროექტები კერძო ინვესტიციებით აშენდეს, მთავრობას მოუწევს საგარეო ვალის აღება

პოლიტიკა
825
Frontnews image description

ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი პროექტები კერძო ინვესტიციებით აშენდეს, მთავრობას მოუწევს საგარეო ვალის აღება, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის თემაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, მსგავს პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა კორუფციის და ფულის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს აჩენს.  

 

“ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი პროექტები კერძო ინვესტიციებით აშენდეს, მთავრობას მოუწევს საგარეო ვალის აღება, ხოლო თავად ამ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა ნიშნავს დიდძალი რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას, კორუფციას და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესის მიერ საბიუჯეტო თანხების მითვისებას, რაც არაერთხელ მომხდარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას“, – განაცხადა გოცირიძემ. 

 

მისივე თქმით, ამ პროექტის გაჩერებით თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ინტერესი გაატარა.  

 

“ანაკლიის საზღვაო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას  მნიშვნელოვანი გავლენას უნდა მოეხდინა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, ასევე იგი  გაზრდიდა ქვეყნის პოლიტიკურ როლს რეგიონში.  ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ პროექტის გაჩერება იყო დანაშაული ქვეყნის წინაშე. დღეს უკვე ნათელია, რომ ამაში დაინტერესებული იყო რუსეთი. რომ არა ხელისუფლების მავნებლური ქმედებები, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში უნდა შემოსულიყო ანაკლიაში პირველი მრავალტონაჟიანი გემი“, – განაცხადს რომან გოცირიძემ. 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები