რომან გოცირიძე – ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება, გამარჯვების იმედი გვაქვს


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება, გამარჯვების იმედი გვაქვს, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძის თქმით, კახა კალაძეს ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია და ის უკვე დამარცხებულია.
“კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიეტურული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი შენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან“ გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, აიღებდა ბენზინგასამართ სადგურებს შუა ქუჩიდან, ეს ნახატები ნახატებად დარჩა. სად არის ხიდი? – 30 წელია, ხიდი არ აშენებულა, მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. ტყუილები რჩება. 21-ე საუკუნე არის ელექტრონული, 99 პროცენტი, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა