Logo

რომან გოცირიძე - ორი მილიონი ადამიანი გაჭირვებაშია, ამ მანიპულაციებით კი ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს

პოლიტიკა
265
Frontnews image description

ორი მილიონი ადამიანი გაჭირვებაშია ქვეყანაში, ამ მანიპულაციებით კი ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, 13 წლის მანძილზე წლიური პენსია 65 ლარით გაიზარდა.

"რეალურად ვხედავთ, რომ ადამიანს რაც აქვს  შემოსავალი, არ შეუძლია მინიმალურ დონეზე თავის გატანა. მილიონზე მეტი პენსიონერია და 350 ლარი კატასტროფაა. ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, 13 წლის განმავლობაში 65 ლარით გაიზარდა წლიური პენსია და ეს ფასების ზრდის გათვალისწინებით, ისევე როგორც მილიონამდე სოციალურად დაუცველი ადამიანია. რიცხვები რეალურ სურათს არ ასახავს. ორი მილიონი ადამიანი გაჭირვებაშია ქვეყანაში. ამ მანიპულაციებით კი ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს, მაგრამ ხალხი თავად გრძნობს რეალობას.

რეალური სურათი არის ის, რომ ქვეყანა იცლება, ხალხი გადის, აქ არ არის სამუშაო ადგილები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"საქსტატის“ ინფორმაციით,  საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები