რომან გოცირიძე – პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიასაც, რომელსაც არ შესწევს უნარი, ამ მძიმე საქმეს შეეჭიდოს და მაინც მოჰკიდეს ხელი


ავტორი
Front News საქართველო
პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიასაც, რომელსაც არ შესწევს უნარი, ამ მძიმე საქმეს შეეჭიდოს და გინდა თუ არა, მაინც მოჰკიდეს ხელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გელათის ტაძრის მდგომარეობაში დამნაშავეა “ქართული ოცნება” და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
“საპატრიარქო გამოიყენეს ბრიყვულად. მათაც გაუხარდათ, რომ მთავრობიდან გადმოიბარეს, ასე ვთქვათ, ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის მოვლა-რეაბილიტაცია და მთავრობამ თითქოს დაიბანა ხელი.
დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება”, პირადად თეა წულუკიანი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიასაც, რომელსაც არ შესწევს უნარი, ამ მძიმე საქმეს შეეჭიდოს და გინდა თუ არა, მაინც მოჰკიდეს ხელი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე