რომან გოცირიძე – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში საფინანსო კლანი ყალიბდება.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია.
“ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ “ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალუტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – განაცხადა გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. ვეტოს დაძლევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
თაგები:
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე – ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

რომან გოცირიძე – უნდა შედგეს სია და გადაეცეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა

რომან გოცირიძე – ახლა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა