
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ვოიაჟებს შეიძლება ვუწოდოთ ღალატის პროგრამა. ალბათ, საზოგადოებას ამზადებენ, რომ შეიძლება ამოღებული იყოს საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყნის ინტერესებს ღალატობს.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ვოიაჟებს, რომ დადიან სოფელ-სოფელ და განცხადებებს აკეთებენ, შეიძლება ვუწოდოთ მათი პროგრამის პრეზენტაცია, რომლის სათაური შეიძლება ჟღერდეს ასე – ღალატის პროგრამა. პირდაპირ ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. რაღაც ფარული კონსულტაციები მიდის. თურმე მერე აცნობენ საზოგადოებას, რომ კონსტიტუციური ცვლილებები საჭიროა, რათა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ. არავინ იცის, ეს რა გადაწყვეტილებაა. ალბათ, საზოგადოებას ამზადებენ, რომ შეიძლება ამოღებული იყოს საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება, ან შესაძლებელია, აფხაზეთის აღიარებაც კი და რაღაც ერთობლივი სახელმწიფოს შექმნა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის საჭირო იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს