Logo

რომან გოცირიძე – პრემიერის განცხადების მიზანი დევნილებზე ზრუნვა კი არა, ბიუჯეტის ფულის მითვისებაა

პოლიტიკა
1212
Frontnews image description

სამშებებლო ბიზნესი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშია და პრემიერის განცხადების  მიზანი დევნილებზე ზრუნვა კი არა, ბიუჯეტის ფულის მითვისებაა, –  ამის შესახებ Front News-ს  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  სამშენებლო სექტორისადმი 500 მილიონი ლარის ინვესტირების დაპირების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება დევნილებს არ სთავაზობს უკვე აშენებულ, ან მეორად ბინებს, რადგან ახალი კორპუსების აშენება მათი ბიზნესისათვისაა მომგებიანი.  

 

“პრემიერის განცხადება რეალურად სამშენებლო ბიზნესიდან მოგების მიღებისა და ბიუჯეტის ფულის მითვისებას ემსახურება. საქართველოში თუ ვინმე რაიმეს აშენებს დევნილებისთვის, ეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესი. 

 

დევნილებისათვის შეეძლოთ შეეთავაზებინათ უკვე აშენებული ბინები ახალ სახლებში, მეორადი ბინები, დღეს ეს პრობლემა არ იქნებოდა. ამას არ აკეთებენ, რადგან “ფუტლიარებს” აშენებენ, რომელიც მათ უტოვებთ შემოსავალს. 

 

ათასობით ცარიელი ბინაა ახალაშენებული, არის ცარიელი ძველი ბინებიც, ამბონენ, რომ ესენი ძვირია.  სამაგიეროდ,   მათი ფირმები ააშენებენ იაფად და უხარისხოდ. მათ რა ენაღლებათ,  მოგებას იღებენ, ახალი ბინების აშენებით 50 წელი არ ეყოფა დევნილების ბინებით დაკმაყოფილებას, ახალი კორპუსების შენება უნდათ ბიუჯეტიდან ფულის მითვისებისათვის” , – განაცხადა გოცირიძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე სამშენებლო სექტორის მისამართით განაცხადა, რომ თუ ისინი შეძლებენ ფინანსების მოზიდვას,  საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის დევნილებისათვის კორპუსების მშენებლობისათვის,  დაკვეთები გარანტირებული ექნებათ.  ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით წელს მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას გეგმავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები