რომან გოცირიძე - პურის ფასის ამჟამინდელი მატების მიზეზი არის ზოგადად ინფლაციის მატება ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, ოღონდ ამაზე საქსტატი დუმდა. ახლა რამდენიმე კომპანიამ საჯარო გახადა ეს საკითხი და ათპროცენტიანი ზრდა დააანონსა, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა წინასაარჩევნოდ.
"პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, ოღონდ ამაზე საქსტატი დუმდა. ახლა რამდენიმე კომპანიამ საჯარო გახადა ეს საკითხი და ათპროცენტიანი ზრდა დააანონსა.
პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა წინასაარჩევნოდ. ამ ერთ წელიწადში ორი არჩევნები მოილია და ახლა მისცა ამის უფლება მეპურეებს, ოღონდ მეტ-ნაკლებად ზომიერ ფარგლებში. მთავრობა ერევა თავისუფალ ფასწარმოქმნაში და გავლენას ახდენს ბიზნესზე, რათა დაფაროს ფასების ზრდის შიდა მიზეზები.
კონკრეტულად პურის ფასის ამჟამინდელი მატების მიზეზი არის ზოგადად ინფლაციის მატება ქვეყანაში, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ამას საქსტატი აჩვენებს. პურის მწარმოებლებს გაეზარდათ ხარჯები.
ფასების (არა მხოლოდ პურზე) ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. გასულ წელს წინასაარჩევნოდ 800 მილიონ დოლარამდე უცხოური ვალუტის რეზერვები გაყიდა, რამაც კრიტიკული ვითარება შექმნა. წელს იგი ავსებს ამ რეზერვებს (სადაც რუსულ ფულს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს). სწრაფი ტემპით რეზერვების შევსება ანუ დოლარის შესყიდვა ერთი მხრივ არ აძლევს ლარს საბაზრო ნიშნულამდე გამყარების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, მეორე მხრივ იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში. ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან იყიდა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი, რაც მიმოქცევაში თითქმის 4 მილიარდი ლარის გაშვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად (ე.წ. რეფინანსირების სესხები).
ფასების ზრდა ისეთ პირობებში, როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორი თითქმის მინიმალურია, მთლიანად მთავრობის (მათ შორის ბიუჯეტის) და ეროვნული ბანკის ცუდი საფინანსო და საკრედიტო პოლიტიკითაა გამოწვეული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოში პური გაძვირდა. მაღაზიებში პროდუქტზე ფასები დღეიდან უკვე დაკორექტირდა. პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასები 10 თეთრით არის გაზრდილი, თუმცა გაძვირება ყველა სახეობის პროდუქტს არ შეხებია.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა