Logo

რომან გოცირიძე – პუტინმა წააგო ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე ნაკლები ზიანით, მაგრამ ეს ზიანი განუზომლად დიდია

პოლიტიკა
1218
Frontnews image description

როცა პუტინიზმის მარცხის ისტორია დაიწერება, ამ ავანტიურისტულ მარშსაც ექნება თავისი ადგილი, როგორც ხელისუფლების ეროზიის ერთ-ერთ ფაქტორს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

 

“პუტინისათვის პრიგოჟინის ამბოხის ნებისმიერი სცენარით დასასრული  ცუდი რომ იქნებოდა, ეს ისედაც ნათელი იყო. 

 

პრიგოჟინი, რომელიც განწირული იყო და ვა-ბანკზე წავიდა, მისთვისაც ნებისმიერი სცენარით დასასრული რომ იქნებოდა ცუდი, ესეც მოსალოდნელი იყო. ძირითადი სცენარით “ვაგნერს” განადგურება ელოდა  დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამ სცენარით მოვლენების განვითარება  უკრაინის ფრონტზეც მოახდენდა სასიკეთო გავლენას. ამ ამბოხით  პუტინის ჩამოგდება რომ შეუძლებელი იყო, არც ეს იყო ძნელი მისახვედრი. 

 

პრიგოჟინი დამარცხდა მისთვის ყველაზე კარგი შედეგით. იგი ფიზიკურად გადარჩა (შესაძლოა, დროებით), სამხედრო და ფინანსური კუთხით კი განადგურდება. პუტინმა წააგო ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე ნაკლები ზიანით, მაგრამ ეს ზიანი განუზომლად დიდია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით.

 

პრიგოჟინის ამბოხი და მისი შედეგები ბევრ რამეს შეცვლის რუსულ ცნობიერებაში. როცა პუტინიზმის მარცხის ისტორია დაიწერება, ამ  ავანტიურისტულ მარშსაც ექნება თავისი ადგილი, როგორც ხელისუფლების ეროზიის ერთ-ერთ ფაქტორს”, – წერს გოცირიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები